სიღნაღი პატარა ქალაქია აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში, 113-კმ-ით დაშორებული თბილისს. იგი მდებარეობს ზღვის დონიდან 790 მ სიმაღლის დონეზე, შემაღლებულ ბოცვზე და გადაჰყურებს ალაზნის ველსა და კავკასიონის ქედს. სიღნაღის რაიონი, ისევე როგორც მთელი კახეთი, ცნობილია ღვინის წარმოებით და წინაქრისტიანული და შუასაუკუნეების ხელოვნების მრავალრიცხოვანი ძეგლებით.
ძველი სიღნაღი
სიღნაღი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია. სიღნაღი, როგორც ქალაქი ჩამოყალიბდა XVIIIს-ს მიწურულს ერეკლე II მიერ აგებული ციხის ტერიტორიაზე და მის გარშემო. სიღნაღი ჩამოყალიბდა ძირითადად როგორც ხელოსანთა და ვაჭართა ქალაქი. იგი განლაგებული იყო სავაჭრო და საქარავნო გზების გადაკვეთაზე. ძველი საქარავნო გზა გადიოდა თბილისიდან ნუკრიანის გამლით მერე თისაკენ და სიღნაღიდან, ანაგის გავლით, თელავისაკენ. ამგვარად, მას საფორტიფიკაციო და სავაჭრო-სატრანზიტო ფუნქცია ჰქონდა.
სიღნაღი ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საქართველოს კულტურულ ისტორიაში. XXს-ში იგი მხატვართა, არტისტთა, მწერალთა საყვარელ ადგილს წარმოადგენდა.
вторник, 21 октября 2008 г.
Подписаться на:
Сообщения (Atom)